weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შტეფან ლიხტშტაინერი „არსენალში“ გადავიდა

14:37 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

შვეიცარიის ნაკრების 34 წლის კაპიტანი შტეფან ლიხტშტაინერი კარიერას ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალში“ გაგრძელებს.

კონტრაქტის თანახმად, გამოცდილი მარჯვენაფლანგელი, რომელსაც ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა, „მეთოფეების“ რიგებს უფასოდ შეუერთდა და ლონდონური კლუბის ღირსებას მომდევნო ერთ სეზონში დაიცავს.

ლიხტშტაინერი „იუვენტუსში“ უკანასკნელი შვიდი სეზონის განმავლობაში  ასპარეზობდა, სადაც შვიდჯერ მოიგო იტალიის სერია A, ოთხჯერ - იტალიის თასი, სამჯერ კი - იტალიის უპერ თასი. ფეხბურთელი მანამდე რომის „ლაციოში“ (იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი), ფრანგულ „ლილსა“ და მშობლიურ „გრასჰოპერში“ (შვეიცარიის ჩემპიონატი) თამაშობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]