weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება

17:00 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

აშშ-ში ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო. „ჩაქუჩას“ მეტსახელით ცნობილ ქართველ მოკრივეს, რომელიც რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით გასული წლის ზაფხულში დააკავეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პროფესიონალი მოკრივე ნიუ იორკში შტატის პოლიციის, ფედერალური გამოძიების ბიუროსა (FBI) და ეროვნული დაზვერვის (NSI) ერთობლივი ოპერაციის დროს აიყვანეს. მასთან ერთად დაახლოებით 30 ადამიანი დააკავეს, რომლებიც რაჟდენ შულაიას მეთაურობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები აქტიურად იყვნენ ჩართულნი არალეგალურ ვაჭრობასა და მასშტაბურ თაღლითობაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოკრივეს პროფესიულ ასპარეზზე 33 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი ჰქონდა, გასულ ზაფხულს კი კარიერის უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა ელოდა, როდესაც მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის (WBO) ვერსიით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს უნდა შეხვედროდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]