weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

„თელავი“ ლიგა 3-ის ლიდერობას არ თმობს

09:56 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 hits 1793

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილში ლიდერობას აგრძელებს. უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე ხარაგაულის „ჩხერიმელა“ უშეღავათო ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მასპინძლებმა მე-3 წუთზე სწრაფი გოლი მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა ათ წუთში ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა შორეული, მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა. ოთხ წუთში „ჩხერიმელა“ ისევ დაწინაურდა, 26-ე წუთზე კი ლეონიდ ლოლაევმა წონასწორობა აღადგინა.

თელავური გუნდიდან გამარჯვების გოლი, წინა ტურის მსგავსად, გიორგი მურველაშვილის ანგარიშზეა - „თელავის“ კაპიტანმა 51-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, მას შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

10 ტურის თავზე „თელავს“ 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება და 21 ქულა აქვს. უახლოეს მდევარ მეტოქე გუნდს (შევარდენი 1906) კი სამი ქულით უსწრებს.

მორიგ შეხვედრას მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი სკ „თელავი“ 6 ივნისს სტუმრად გამართავს და „გარდაბანს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]