მასპინძლებმა მე-3 წუთზე სწრაფი გოლი მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა ათ წუთში ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა შორეული, მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა. ოთხ წუთში „ჩხერიმელა“ ისევ დაწინაურდა, 26-ე წუთზე კი ლეონიდ ლოლაევმა წონასწორობა აღადგინა.
თელავური გუნდიდან გამარჯვების გოლი, წინა ტურის მსგავსად, გიორგი მურველაშვილის ანგარიშზეა - „თელავის“ კაპიტანმა 51-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, მას შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.
10 ტურის თავზე „თელავს“ 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება და 21 ქულა აქვს. უახლოეს მდევარ მეტოქე გუნდს (შევარდენი 1906) კი სამი ქულით უსწრებს.
მორიგ შეხვედრას მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი სკ „თელავი“ 6 ივნისს სტუმრად გამართავს და „გარდაბანს“ დაუპირისპირდება.