„ვიტყოდი, რომ ჩემპიონატს ტრადიციული ფავორიტები ჰყავს: ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, გერმანია, თუმცა ასეთ ტურნირებზე ყოველთვის სიურპრიზები ხდება, რაც გასახარია.
მიღწეული უნდა დავაფასოთ და გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საკმაოდ რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯგუფური ეტაპის სტადიის დაძლევაც კი ძალიან ძნელია“, - განუცხადა ჟურნალ GQ-ს ვეტერანმა შუახაზელმა, რომელიც „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, ახლახანს იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე ესპანელების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია, ირანი და მაროკო იქნებიან.