weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოცწლამდელმა მორაგბეებმა მსოფლიო თასზე ირლანდია დაამარცხეს

23:23 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდია ანგარიშით 24:20 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად მოახერხეს ჯგუფურ ეტაპზე მატჩის მოგება.

შეხვედრის პირველი ლელო არსენ მაჩალაძემ მე-10 წუთზე დადო. ირლანდიელებმა „ბორჯღალოსნებს“ ჯარიმით უპასუხეს (დინი 13′). შვიდქულიანი უპირატესობა გელა აფრასიძემ მე-16 წუთზე აღადგინა.

ირლანდიელებმა ლელო 33-ე წუთზე დადეს. დინმა თავისივე დადებული ლელო გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. პირველი ტაიმი საქართველომ 17:8 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ ძაგნიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი შეაცურა, რომელსაც აბჟანდაძე დაეწია და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 24:8. ირლანდიელებმა ლელოს დადება შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხეს – 15:24. დაპირისპირების ბოლო წუთზე მათ კიდევ ერთი ლელო დადეს და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს-ქულა აიღეს.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულა მოიპოვეს და პლეი-ოფში მე-9-მე-12 ადგილისთვის იასპარეზებენ.

12 ივნისს, პლეი-ოფის ეტაპზე, საქართველოს სავარაუდო მეტოქე იაპონია იქნება, რომელიც დღეს უელსთან 17:18 დამარცხდა. მომავალი მეტოქის ვინაობა დაზუსტებით ნაშუაღამევს გაირკვევა, როდესაც ინგლისისა და შოტლანდიის მატჩი დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]