weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნონა გაფრინდაშვილის თასის მოგზაურობა თელავიდან დაიწყო

10:07 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, წელს კი გარდამავალი თასის საქართველოში მოგზაურობა კახეთიდან დაიწყო.

თელავში ბლიც-თამაში გაიმართა, სადაც დიდოსტატ ქალებთან ერთდროულად 30 დაფაზე ნონა გაფრინდაშვილმა, ქეთი წაწალაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა ითამაშეს.

ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, თუმცა მანამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]