weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი იპოვა

11:58 პარასკევი, 08 ივნისი 2018

იტალიის ნაკრების მეკარე მატია პერინი ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში „ჯენოას“ 25 წლის გოლკიპერის ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურდება.

მატია პერინი ტურინულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, „ჯენოა“ კი - 12 მილიონ ევროს, რასაც 3 მილიონი სამომავლოდ ბონუსების სახით დაემატება.

გავრცელებული ცნობით, მატია პერინი „იუვენტუსში“ 1 ნომრით ითამაშებს, რომელიც 17 წლის განმავლობაში ჯანლუიჯი ბუფონის საკუთრება იყო.

პერინი „ჯენოას“ აკადემიის აღზრდილია. 2011-2013 წლებში იჯარით „პადოვასა“ და „პესკარაში“ თამაშობდა, ხოლო 2013 წლიდან გენუელთა კარს იცავდა და ბოლო წლებში გუნდის კაპიტანიც იყო. იტალიის ნაკრებში ახალგაზრდა მეკარე პირველად 2014 წელს გამოიძახეს და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 მატჩი აქვს გამართული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]