weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2021

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასი პირველ მატჩში არგენტინელებთან დამარცხდნენ

11:54 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 hits 1542

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ტურში მოქმედ ბრინჯაოს პრიზიორ არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 26:37 დამარცხდა.

ჭაბუკმა „ბორჯღალოსნებმა“ ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს მოედნის ყველა მონაკვეთზე დიდი ბრძოლა გაუმართეს, ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელიც აიყოლიეს და ბოლოსკენ მცირეთი რომ გამართლებოდათ, სანუგეშო ქულას მაინც გამორჩებოდნენ.

მიმდინარე ტურნირზე მასპინძელ ჭაბუკ „ბორჯღალოსანთა“ უმთავრესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, პირველი ტურის შედეგებით კი, საქართველო ყველაზე სუსტ გუნდად ნამდვილად არ მოსჩანს.

მსოფლიო პირველობაზე მე-2 ტურის მატჩები 4 ივნისს შედგება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისევ ავჭალის სტადიონზე, 18:00 საათიდან სამხრეთ აფრიკას შეერკინება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]