ჭაბუკმა „ბორჯღალოსნებმა“ ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს მოედნის ყველა მონაკვეთზე დიდი ბრძოლა გაუმართეს, ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელიც აიყოლიეს და ბოლოსკენ მცირეთი რომ გამართლებოდათ, სანუგეშო ქულას მაინც გამორჩებოდნენ.
მიმდინარე ტურნირზე მასპინძელ ჭაბუკ „ბორჯღალოსანთა“ უმთავრესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, პირველი ტურის შედეგებით კი, საქართველო ყველაზე სუსტ გუნდად ნამდვილად არ მოსჩანს.
მსოფლიო პირველობაზე მე-2 ტურის მატჩები 4 ივნისს შედგება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისევ ავჭალის სტადიონზე, 18:00 საათიდან სამხრეთ აფრიკას შეერკინება.