მეოთხე ფინალურ მატჩში (108:85) ზაზა ფაჩულია, რომელიც ამ სეზონში ტრავმების გამო იშვიათად ჩნდებოდა გუნდის შემადგენლობაში, პარკეტზე საფინალო სირენამდე ორი წუთითა და 47 წამით ადრე გამოჩნდა. ქართველმა მეფარემ 2 ქულა (ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორქულიანი ააცილა) და ერთი მოხსნა (დაცვისას) შეასრულა.
„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ NBA-ის ჩემპიონი ისტორიაში მეექვსედ გახდა.