სათამაშო უპირატესობას ტონგელები ფლობდნენ, „ბორჯღალოსნებს“ კი დიდად თავი მართლაც არ გამოუჩენიათ, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ - გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სოსო მათიაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც ყველა ქულაა.
მათიაშვილმა მე-7 წუთზე მეტოქის შეტევა ჩაჭრა, დიდებულ სტილში გაირბინა თითქმის მთელი მოედანი და მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი, შემდეგ კი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ეს იყო ერთადერთი ლელო, რომელიც ამ შეხვედრაში საქართველომ დადო. შემდეგ იყო სამი ზუსტი საჯარიმო მათიაშვილის შესრულებით. აქედან ორი პირველ ნახევარში, რასაც ტონგამ ერთი ჯარიმით უპასუხა – 3:13.
მეორე ნახევარშიც პირველი ქულები „ბორჯღალოსნებმა“ მიითვალეს. მე-60 წუთზე მათიაშვილის მორიგი ჯარიმით სხვაობა გაიზარდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 20 წუთში ტონგა დიდ უპირატესობას დაეუფლა და ტუიმოალა ლოლოეამ 71-ე წუთზე ლელო დადო, რომელიც ბედად ტონგელებმა ვერ გარდასახეს. ჰალაიფონუას ლელოს კი ტაკულუას გარდასხვა მოჰყვა – 15:16.
საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მილტონ ჰეიგის გუნდი მეორე ტურში 16 ივნისს, ფიჯის დაუპირისპირდება, რომელმაც სამოა ასევე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (24:22).