weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბორჯღალოსნებმა“ წყნარი ოკეანის თასზე ტონგა დაამარცხეს

11:40 შაბათი, 09 ივნისი 2018

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასზე წარმატებული სტარტი აიღო და ტონგა ერთქულიანი სხვაობით 16:15 დაამარცხა.

სათამაშო უპირატესობას ტონგელები ფლობდნენ, „ბორჯღალოსნებს“ კი დიდად თავი მართლაც არ გამოუჩენიათ, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ - გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სოსო მათიაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც ყველა ქულაა.

მათიაშვილმა მე-7 წუთზე მეტოქის შეტევა ჩაჭრა, დიდებულ სტილში გაირბინა თითქმის მთელი მოედანი და მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი, შემდეგ კი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ეს იყო ერთადერთი ლელო, რომელიც ამ შეხვედრაში საქართველომ დადო. შემდეგ იყო სამი ზუსტი საჯარიმო მათიაშვილის შესრულებით. აქედან ორი პირველ ნახევარში, რასაც ტონგამ ერთი ჯარიმით უპასუხა – 3:13.

მეორე ნახევარშიც პირველი ქულები „ბორჯღალოსნებმა“ მიითვალეს. მე-60 წუთზე მათიაშვილის მორიგი ჯარიმით სხვაობა გაიზარდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 20 წუთში ტონგა დიდ უპირატესობას დაეუფლა და ტუიმოალა ლოლოეამ 71-ე წუთზე ლელო დადო, რომელიც ბედად ტონგელებმა ვერ გარდასახეს. ჰალაიფონუას ლელოს კი ტაკულუას გარდასხვა მოჰყვა – 15:16.

საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მილტონ ჰეიგის გუნდი მეორე ტურში 16 ივნისს, ფიჯის დაუპირისპირდება, რომელმაც სამოა ასევე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (24:22).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]