ამერიკის ჩემპიონატში კაშიას კლუბი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ იქნება, სადაც ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობს. კაშია შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
გურამ კაშია „ვიტესის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს და კლუბის ლეგენდადაც იქცა - ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემელთა მაისურით 245 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდის ისტორიაში რეკორდია. გარდა ამისა, „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გასულ წელს ჰოლანდიის თასი მოიგო.