თელაველთაგან ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმის დებიუტში საჯარიმოში ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს ახლოდან თავით დაამატა. სამ წუთში ბრაზილიელმა ჟეფინიომ გაათანაბრა, შემდეგ მანვე წინ გაიყვანა ქობულეთური გუნდი, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი სტუმრებმა მესამე გოლიც გაიტანეს.
„თელავს“ აქტივში 21 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში კვლავაც მე-4 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას „თელავი“ 14 ივნისს, ხარაგაულში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ეგიდით გამართავს და ზესტაფონის „მარგვეთი 2006“-ს შეხვდება.