FIFA-ს მიერ გამოქვეყნებულ თვალსაჩინო ვიდეორგოლში ახსნილია, თუ როგორ იმუშავებს სიახლე, რომელიც გასულ წელს რუსეთში გამართულ კონფედერაციათა თასზე უკვე გამოსცადეს.
მოსკოვში მდებარე საგანგებო ოფისში მყოფი 4 ვიდეო-ასისტენტი და 4 ოპერატორი სტადიონებზე ონლაინ-დახმარებას გაუწევენ მთავარ არბიტრებს და ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან ისეთ სადაო საკითხებზე, როგორებიცაა: გოლი, პენალტი, წითელი ბარათი, ფეხბურთელთა იდენტიფიკაცია. ვიდეო-ასისტენტების ჯგუფი ასევე ზუსტად დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობის ეპიზოდს.