ბოლო დღეებში რამდენიმე ხმაურიანი სატრანსფერო სიახლე გავრცელდა, რომელთა შორის რამდენიმე ბევრისთვის საინტერესოა.
- ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ვარსკვლავის, პატრიკ კლუივერტის უფროსი ვაჟი ჯასტინ კლუივერტი ამსტერდამის „აიაქსიდან“ იტალიურ „რომაში“ გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტის ტრანსფერის ღირებულებამ 18 მილიონი ევრო შეადგინა.
- „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ლიდერმა ჰარი კეინმა ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ამით მისი სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. ახალი ექვსწლიანი კონტრაქტის თანახმად ინგლისის ნაკრების ფორვარდი კვირაში 200 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც მთლიანობაში 62.4 მილიონი ფუნტის ტოლფასია. არადა 24 წლის თავდამსხმელის შეძენა ძალიან სურდა მადრიდის „რეალს“.
- როგორც ჩანს, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაუსრულებელი სატრანსფერო საგა ამ ზაფხულსაც გაგრძელდება. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის „რეალი“ კვლავ არის დაინტერესებული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის შეძენით. დავიდ დე ხეას კი საკუთარი მომავალი ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვიტავს.
- პორტუგალიური პრესის ცნობით, კრისტიანო რონალდოს „რეალიდან“ წასვლა გადაწყვეტილია, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი ვარსკვლავი, თუმცა მისი მადრიდში დარჩენა თითქმის გამორიცხულია. რონალდოს მომავალ გუნდებს შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ სახელდება.