ტექნიკური სწავლების ჯგუფი FIFA-ში 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული მუშაობს, მასში არსებული ექსპერტთა გუნდი კი საუკეთესოებს ავლენს.
რუსეთში გასამართ მუნდიალზე ტექნიკური სწავლების ჯგუფის წლევანდელი შემადგენლობა, რომლებიც ყოფილი ფეხბურთელებითა და მწვრთნელებისგან შედგება, ასეთია:
კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია) თავმჯდომარე
ემანუელ ამუნიკე (ნიგერია)
ველიბორ (ბორა) მილუტინოვიჩი (სერბეთი)
ალესანდრო ნესტა (იტალია)
მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია)
ენდი როქსბურგი (შოტლანდია)
ზემოთხსენებული გუნდი რუსეთში ჩატარებულ მუნდიალზე შემდეგ გამარჯვებულებს გამოავლენს:
საუკეთესო ფეხბურთელი - I ოქროს ბურთი, II ვერცხლის ბურთი, III ბრინჯაოს ბურთი
საუკეთესო ბომბარდირი - I ოქროს ბუცი, II ვერცხლის ბუცი, III ბრინჯაოს ბუცი
საუკეთესო მეკარე - ოქროს ხელთათმანი
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1997 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული)
ე.წ. პატიოსანი თამაშის (Fair Play) პრიზი (გუნდისთვის)