27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45.6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. როსტომაშვილის მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.
რეკორდსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები ოფიციალურად გაიგზავნება გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისში აღიარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძიმით განხორციელებული წინა რეკორდები ამერიკელ რონ კუპერს (45 აზიდვა) და ნორვეგიელ სვერ დიესენს (40 აზიდვა) ეკუთვნოდათ.