იტალიური გამოცემები წერენს, რომ „ემპოლი“ ამ ინფორმაციას სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რადგან მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და პირობებზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს ტრავმის გამო გასული მთლიანი სეზონი გაუცდა და სერია B-ში თამაში არ მოუწია, „ემპოლიმ“ სერია B პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტას ქართველი წევრის გარეშე დაუბრუნდა.
მჭედლიძემ ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ითამაშა „მილანის“ წინააღმდეგ, სადაც გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.