„ჩემი გულშემატკივრები, ჩემი გუნდი, ჩემი ოჯახი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანტუან გრიზმანმა და როგორც ესპანური მედია იტყობინება, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგი „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ფრანგმა ფორვარდმა, რომელიც მადრიდულ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.