weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ურუგვაიმ ნავსი გატეხა, ირანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

21:21 პარასკევი, 15 ივნისი 2018

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის მეორე სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი შედგა. ურუგვაიმ 1970 წლის შემდეგ პირველად შეძლო მუნდიალზე მისთვის პირველი მატჩის მოგება, ირანმა კი 1998 წლის შემდეგ პირველად მოახერხა გამარჯვება.

ეგვიპტე-ურუგვაის შეხვედრის პირველი ტაიმი უინტერესო გამოდგა. გუნდები მწვავე შეტევებს ერიდებოდნენ, ურუგვაელთა თავდასხმის ნაქები დუეტი სუარესი-კავანი კი უღიმღამოდ ირჯებოდა. მეორე ნახევარში სანახაობრივი თამაში გაჩაღდა, ფავორიტმა ურუგვაიმაც მოუმატა და კავანი-სუარესის რამდენიმე რეალური მომენტის გაფუჭების შემდეგ მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა - თავი მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ხოსე ხიმენესმა გამოიჩინა და „სელესტემაც“ 1970 წლის შემდეგ პირველად დაიწყო მუნდიალი გამარჯვებით. ეგვიპტელთა რიგებში არ უთამაშია გუნდის ლიდერ მოჰამედ სალაჰს, რომელიც დღეს იუბილარი იყო და 26 წლის შესრულდა.

მაროკო-ირანის მატჩის პირველმა ტაიმმა მაღალ ტემპში ჩაიარა. ჩრდილო აფრიკელები უკეთ გამოიყურებოდნენ და სიტუაციასაც მეტად აკონტროლებდნენ, მეორე ტაიმში კი თამაში გათანაბრდა, თითქოს გუნდებიც ყაიმზე შეთანხმდნენ, მაგრამ დამატებით დროში ირანელებს გაუმართლათ და მაროკოელებისგან გატანილი ავტოგოლით უძვირფასესი სამი ქულა აიღეს. ირანის ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მეორედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება. პირველად ირანმა 1998 წელს საფრანგეთში, შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა პრინციპულ შეხვედრაში ანგარიშით 2:1

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]