weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

თემურ ქეცბაია „ორენბურგს“ გაწვრთნის

09:41 პარასკევი, 02 ივნისი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული საფეხბურთო კლუბის „ორენბურგის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

„ორენბურგმა“, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე თამაშობს, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა, გადათამაშებაში მოუწია ასპარეზობა, „ხაბაროვსკთან“ დამარცხდა და მომავალ სეზონში რანგით დაბალ პირველ ლიგაში იასპარეზებს.

რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს სწორედ რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნება დაუსახა მიზნად.

თემურ ქეცბაიამ სამწვრთნელო კარიერა მოკრძალებულ კვიპროსულ გუნდ „ანორთოსისში“ დაიწყო, სადაც წარმატებას მიაღწია - გუნდი ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სუპერ თასის მფლობელი და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. შემდეგ მცირე ხნით წვრთნიდა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“, რის შემდეგაც ხუთი წლით (2009-2014) საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. „ჯვაროსნების“ შემდეგ კი იყო ნიქოზიის „ა.პ.ო.ე.ლ.“-ისა და ათენის „ა.ე.კ.“-ის მწვრთნელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]