მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა აღიარა საგადასახადო სისტემის მიმართ ჩადენილი ოთხი ფისკალური დარღვევა, რაც ორწლიან პატიმრობასა და 18.8 მილიონ ევრო ჯარიმას გულისხმობს.
ორწლიანი პატიმრობა, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა ჯარიმით ჩანაცვლდეს, რის გამოყენებასაც რონალდო გეგმავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მომავალში რაიმე სახის კრიმინალურ ან ადმინისტრაციულ დარღვევაში მხილება მას გაცილებით დიდ პრობლემებს შეუქმნის.