weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გაგამარუს ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა

10:08 პარასკევი, 02 ივნისი 2017

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენს იაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

გაგამარუს სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი. 

შეგახსენებთ, რომ ახლახანს დასრულებულ სუმოს საზაფხულო სუპერტურნირზე რანგით მეორე დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე გაგამარუმ მეორე ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]