weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია მექსიკასთან სენსაციურად დამარცხდა

22:52 კვირა, 17 ივნისი 2018

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. იოახიმ ლიოვის გაწვრთნილი, მუნდიალის ფავორიტი გუნდი მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე მექსიკასთან ანგარიშით 0:1 შერცხვა.

სანახაობრივ შეხვედრაში მექსიკელებს შეტევაში არ უჭირდათ, განსაკუთრებით კარგად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე სწრაფი კონტრშეტევებისას და ცოტა რომ გამართლებოდათ, ანდა უფრო მაღალი ოსტატობა გამოევლინათ, გერმანიის სახელოვანი ნაკრები უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „პსვ ეინდჰოვენში“ მოთამაშე ირვინგ ლოსანოს ანგარიშზეა. „ბუნდესმანშაფტს“ კი შეტევაში უჭირდა, ქმნიდა მომენტებს, თუმცა უფანტაზიოდ და სწორხაზოვნად თამაშობდა წინა ხაზში, რასაც მექსიკელი ფეხბურთელები და მათი მეკარე გილერმო ოჩოა იოლად უმკლავდებოდნენ. მატჩის მიწურულს გერმანელებმა დამატებითი რესურსი ჩართეს, თუმცა შტურმის მოწყობის მიუხედავად გოლი ვერაფრით გაიტანეს და სენსაციურად დამარცხდნენ. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 39 წლის რაფაელ მარკესმა, რომლისთვისაც წლევანდელი მუნდიალი რიგით მეხუთეა. ამ მაჩვენებლით მექსიკელი ფეხბურთელი თანამემამულე ანტონიო კარბახალსა და გერმანელ ლოთარ მათეუსს გაუტოლდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]