weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ალაზანმა“ პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

11:50 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის საფეხბურთო კლუბმა „ალაზანმა“ გათამაშების პირველი წრე სტუმრად „გიფასთან“ გამარჯვებით დაასრულა და პირველი ადგილი შეინარჩუნა.

თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ალაზანი“ სამი გატანილი გოლით დაწინაურდა. ჯერ თორნიკე დანაჭრელიშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი დუბლი შეასრულა გაგა მოდებაძემ, ბოლოს კი მასპინძლებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

ამრიგად, განვლილი რვა ტურის შემდეგ „ალაზანი“ ცხრაგუნდიანი გათამაშების სატურნირო ცხრილს 21 ქულით ლიდერობს.

ღია ლიგა მეორე წრიდან სექტემბრის პირველ რიცხვებში განახლდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]