აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ტაიმის მიწურულს თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძემ პენალტი მოიგერია.
თელავის საფეხბურთო კლუბს ამ მომენტისთვის 22 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მორიგ, მე-16 ტურის შეხვედრას „თელავი“ 24 ივნისს გამართავს და საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დაამარცხა.