weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბელგიამ იოლად მოიგო, ინგლისმა - გაჭირვებით

10:11 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე თავისი მატჩები გამართეს G ჯგუფის გუნდებმა. ბელგიამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლო დებიუტანტ პანამელთა დამარცხება, ინგლისის ნაკრებმა კი გვარიანად ანერვიულა ქომაგები და ტუნისთან ძვირფასი ქულები კაპიტან ჰარი კეინის დუბლის წყალობით მოიპოვა.

რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა ბელგიამ, რომელსაც ამ ჩემპიონატზე შორსმიმავალი გეგმები აქვს, ცენტრალურ ამერიკელებთან შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში უგოლოდ დაასრულა, მეორე ნახევრიდან კი მოუმატა და სასურველი შედეგიც დააფიქსირა. ჯერ „ნაპოლის“ შემტევმა დრის მერტენსმა აიღო ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი, შემდეგ კი რომელუ ლუკაკუს ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა: ჯერ კევინ დე ბრუინის ულამაზესი თამაშისა და პასის შემდეგ, მერე კი - ედენ აზარის პასით პირისპირ გასულმა.

ინგლისის ნაკრებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და რეალური საგოლე მომენტიც შექმნა ტუნისის კართან, რასაც მალევე პირველი გოლი მოჰყვა, თუმცა ინგლისელებმა მალევე თავი დაისაჯეს და პენალტით ანგარიშიც გათანაბრდა. სანახაობრივი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მაყურებელმა არეული თამაში იხილა. ბევრს სცოდავდნენ რაჰიმ სტერლინგი, ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი, კირან ტრიპიერი და სხვები, თუმცა „სამმა ლომმა“ გამარჯვება მაინც მოახერხა - კომპენსირებულ დროში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჰარი კეინმა ახლო მანძილიდან თავით შეაგდო ბურთი „კართაგენელი არწივების“ კარში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]