ქართველი გულშემატკივრის გვამი მეზობელმა აღმოაჩინა. გავრცელებული ცნობით, იგი ყოფილი ფეხბურთელია. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა სახელდება, რადგან შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ნემსები იპოვა. ამასთანავე, როგორც რუსული წყარო იტყობინება, იქვე იყო მისი მეგობარი, რომელმაც თავისი ბარგი შეაგროვა და ბინა დატოვა.
მომხდარის შესახებ ქართველ ფეხბურთელს კვიპროსში შეატყობინეს, სადაც შეკრებაზე იმყოფებოდა. კვერკველიამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ ბინაში ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია, რადგან თავის მეგობარს დაუთმო, გარდაცვლილი კი სწორედ მისი მეგობრის ახლობელია.