weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თორნიკე შენგელიას გუნდმა ფინალი „რეალთან“ წააგო

10:55 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

კალათბურთელი თორნიკე შენგელია და მისი კლუბი „სასკი ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გახდნენ. ვიტორიელებმა ფინალური სერია მადრიდის „რეალთან“ ჯამში 1:3 დათმეს. სერიის პირველი მატჩი „ბასკონიამ“ მადრიდში მოიგო და დიდი იმედიც ჩაისახა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ წააგო სამი შეხვედრა.

ამრიგად, ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული „რეალი“ გახდა (34-ე ჩემპიონობა), რომელმაც სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა – იქამდე „სამეფო კლუბმა“ ევროლიგაც მოიგო.

„ლიგა ენდესას“ ფინალის გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდელებმა 96:85 მოიგეს. მასპინძელმა ვიტორიელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში მოახერხეს მეტოქის ძლევა, ხოლო შემდეგ ყოველთვის მდევრის როლში იყვნენ. მადრიდელებს რუდი ფერნანდესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო და ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

„ბასკონიას“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანითორნიკე შენგელია იყო. იგი სასტარტო ხუთეულში გახლდათ, 26:47 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა. ქართველზე უფრო შედეგიანად ბასკთა რიგებში მხოლოდ როდრიგო ბობუა გაისარჯა – 19 ქულა. საგულისხმოა ისიც, რომ „ბასკონიას“ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ვიტორიელთა საუკეთესო მოთამაშედ შენგელია დასახელდა. ქართველმა გამოკითხულთა ხმების 33% მიიღო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. სეზონიც ასე დასრულდა, რომელიც მთლიანობაში შენგელიასთვის და “ბასკონიასთვის” წარმატებული გამოდგა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]