weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალშია

21:45 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალისტი საფრანგეთის ნაკრები გახდა. დიდიე დეშანის გუნდმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა პერუს ნაკრები და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და ორმხრივ შეტევებიც ბევრი იყო. საბოლოოდ კი კლასმა თავისი გაიტანა და სამი ქულა „მამლებს“ დარჩათ. ისიც უნდა ითქვას, რომ გოლის შემდეგ ფრანგებმა, რომლებსაც უდიდესი პოტენციალი და შორს მიმავალი მიზნები აქვთ, პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს, თავი დიდად აღარ შეიწუხეს და ინიციატივა სამხრეთ ამერიკელებს დაუთმეს. პერუელები კი საწყის ორ მატჩში დამარცხდნენ და მუნდიალს გამოეთიშნენ. „ინკებმა“ ორივე შეხვედრა წააგეს, თუმცა მაყურებელთა და გულშემატკივართა გულები კარგი ბურთაობით მოიგეს.

ამავე ქვეჯგუფში დანიამ და ავსტრალიამ ქულები გაიყვეს და მერვედფინალში ასპარეზობის შანსი მესამე ტურამდე შეინარჩუნეს. „ტოტენჰემელი“ ქრისტიან ერიკსენის ეფექტური დარტყმიდან გატანილი ადრეული გოლით დაწინაურებული დანიელები პენალტით დაისაჯნენ, რომელიც „სოკერუების“ კაპიტანმა მილე იედინაკმა აქცია გოლად და მეორე ტაიმში ბერტ ვან მარვეიკის გუნდს რომ გამართლებოდა, ავსტრალია სამარაში გამართულ შეხვედრას მოიგებდა კიდეც.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]