weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კოკა-კოლას“ თასის მფლობელები ლაგოდეხისა და ალვანის სკოლები გახდნენ

11:08 პარასკევი, 22 ივნისი 2018

„კოკა-კოლას“ თასის 2018 წლის გათამაშების მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლის გუნდი გახდა. ბათუმში, ანგისას ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ლაგოდეხელებმა კოდას გუნდი უგოლო თამაშის შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხეს. გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული კი ზემო ალვანის საჯარო სკოლა გახდა.

ზემო ალვანის სკოლის გუნდმა ფინალურ ეტაპზე 11 გუნდს სძლია, ხოლო თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 275 სკოლას შორის მოიპოვა.

ფინალური ეტაპის დასრულებისთანავე გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა და „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა საქართველოში, თემურ ჭყონიამ დააჯილდოვეს.

„ბედნიერი ვარ, რომ კოკა-კოლას თასი ასე წარმატებით ჩატარდა. დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებმაც დღეს მართლაც არაჩვეულებრივი მატჩის ხილვის საშუალება მოგვცეს. მადლობა კოკა-კოლას, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაზე, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტურნირი ასევე არის შანსი პატარა ფეხბურთელებისათვის და უდიდესი შესაძლებლობა - ჩვენთვის, რათა აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდებიან. მიხარია, რომ გასული წლის გამორჩეული რამდენიმე ბავშვი სფფ-ის საფეხბურთო აკადემიაში სწავლობს. ფეხბურთის მასობრიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის არის ის, რაც კოკა-კოლას თასს განსაკუთრებულს ხდის,“ - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]