პრესტიჟული არგენტინული გამოცემის Todo Noticias ინფორმაციით, ფეხბურთელები შოკირებულად უკმაყოფილონი არიან ხორვატიასთან მატჩში იმ სქემით, რითაც 0:3 წააგეს.
„ფეხბურთელები უარს აცხადებენ ხორხე სამპაოლის მეთაურობით ნიგერიასთან მატჩში მონაწილეობაზე“ – განაცხადეს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა, პირველ მატჩში ისლანდიასთან ფრედ ითამაშა, ხორვატიასთან კი უშანსოდ დამარცხდა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქვეჯგუფში სამარცხვინოდ ჩარჩნენ. ნიჟნი ნოვროგორდში გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა ხორხე სამპაოლის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები დაუშინეს და მისი მიმართულებით ფურთხიც არ დაინანეს.