პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზე ახმეტის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გურჯაანისა და თელავის ბავშვთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ თამაშში m2-ის თასის მფლობელი გურჯაანის გუნდი გახდა.
ტურნირზე, რომელსაც გივი ჩოხელის სახელობის თელავის სტადიონმა უმასპინძლა, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები.