weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კოლუმბიელ ფეხბურთელს სამშობლოში მოკვლით ემუქრებიან

13:56 პარასკევი, 22 ივნისი 2018

კოლუბიის ნაკრების ნახევარმცველ კარლოს სანჩესს სიკვდილით ემუქრებიან. რადიო BLU-ს ცნობით, იაპონიასთან შეხვედრაში მესამე წუთზე ხელით თამაშის გამო მიღებული წითელი ბარათისა და მეტოქის პენალტით დაწინაურების შემდეგ სანჩესმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

საქმეში უმალ ჩაერთო კოლუმბიის პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს. ჯერ-ჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა. მოგეხსენებათ, 1994 წლის ჩემპიონატზე კოლუმბიელმა მცველმა ანდრეს ესკობარმა მასპინძელ შეერთებულ შტატებთან მატჩში ავტოგოლი გაიტანა და მისი გუნდი დამარცხდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნებული 27 წლის ფეხბურთელი ქალაქ მედელინის ერთ-ერთი ბარის წინ, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი გასროლით მოკლეს, მკვლელი კი ყოველი გასროლისას თითოჯერ იძახდა სიტყვას: „გოლ!“

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]