საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ინგლისი საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც პლანეტის უძველესი საფეხბურთო კავშირია, წარმატებით თანამშრომლობენ ახალი პროექტის - „მოხალისეთა ლიდერობის“ ფარგლებში, რომელიც მოხალისეთა გადამზადებასა და მათი შემდგომი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროგრამის პირველი ინტერაქტიული სემინარი თბილისში უკვე ჩატარდა. იგი სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით წარიმართა. პროგრამისათვის შერჩეულმა 10-მა მოხალისემ გადამზადების კურსი თბილისში გაიარა, ხოლო საუკეთესო მონაწილეები აგვისტოს თვეში, რამდენიმე დღით ინგლისში გაემგზავრებიან, სადაც ფეხბურთის ასოციაციის ბაზაზე, სენტ ჯეიმს გარდენზე გაივლიან სტაჟირებას.