weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბორჯღალოსნები“ იაპონიასთან უშანსოდ დამარცხდნენ

12:30 შაბათი, 23 ივნისი 2018

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩები წარუმატებლად დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ნაგოიაში იაპონიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და „მშრალი“ ანგარიშით 0:28 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა უქულოდ ბოლოს 20 წლის წინ წააგო.

„ბორჯღალოსნები“ აზიელებს მეტ-ნაკლებად პირველ ტაიმში დაუდგნენ თანაბრად და მეტოქისგან სამი უპასუხო ჯარიმა მიიღეს. მეორე ნახევარში კი სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა - იაპონიამ სამჯერ დალაშქრა საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანი. ჰეიგის გუნდს შეტევაში კარგად თამაში არ გამოსდიოდა და ფაქტობრივად მეტოქეს ვერც აწუხებდა.

საქართველომ შეხვედრა უქულოდ დაასრულა და თუ ამას ფიჯიზე ჩატარებულ მეორე ნახევარსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ ზედიზედ სამი ტაიმია გუნდს 1 ქულაც არ მოუპოვებია. შედეგის გარდა  „ბორჯღალოსანთა“ თამაშის ხარისხიც აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და იმედია განვლილი ტესტ-მატჩებიდან სწორი დასკვნები გაკეთდება.

საქართველოს მორაგებთა ნაკრები მომდევნო მატჩებს ნოემბერში ჩაატარებს და სწორედ ამ თვეში დაუპირისპირდება იტალიის ნაკრებს. ეს შეხვედრა 10 ნოემბერს, ფლორენციაში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]