თელაველთა რიგებში დუბლი გაიფორმა შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი რუხაძემ, თითო გოლი კი გიორგი ნიქაბაძემ, მიხეილ ბაშელეიშვილმა და გიორგი ხარებაშვილმა გაიტანეს.
თელავის გუნდს ამ დროისთვის 25 ქულა აქვს და ათგუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, „სამგურალი“ კი 15 ქულით მობლოსწინა მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
მორიგ, მე-17 ტურის შეხვედრას „თელავი“ სტუმრად თბილისში გამართავს და სტადიონ „შატილზე“ „ნორჩ დინამოს“ შეხვდება.