weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შვეიცარიის ნაკრების ორ ფეხბურთელს FIFA-ს სანქციები ემუქრება

12:59 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტი შვეიცარიის ნაკრების ორი წევრის, გრანიტ ჯაკასა და ჯერდან შაჩირის საქმეს გამოიძიებს, რისი მიზეზიც ფეხბურთელთა მხრიდან გატანილი გოლის აღნიშვნისას გაკეთებული პოლიტიკური ჟესტებია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიამ სერბეთი სწორედ ჯაკასა და შაჩირის გოლებით დაამარცხა. ხსენებული ორი მოთამაშე წარმოშობით კოსოვოელი ალბანელია და გოლის აღნიშვნისას ხელებით ალბანეთის ეროვნული სიმბოლო არწივი გამოსახეს, რაც სერბეთისა და კოსოვოს პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე პროვოკაციული აღმოჩნდა.

ამას გარდა, FIFA-მ შესაძლოა სერბეთის ფეხბურთის ფედერაციაც დასაჯოს, რადგან სერბი გულშემატკივრები ხსენებული მატჩის განმავლობაში პოლიტიკურად სკანდირებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]