აბდელ ჰამიდ მოჰამედი მოულოდნელი მარცხის შემდეგ მიღებული ემოციებისგან გახდა შეუძლოდ. თანამშრომლების დახმარებით იგი ტელევიზიის შენობიდან კასრ ალ-აინის ჰოსიპიტალში იქნა გადაყვანილი, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მატჩის შემდეგ აბდელ ჰამიდ მოჰამედს ტელეარხ Nile Sports-ზე საგანგებო ანალიტიკური გადაცემა უნდა ჰქონოდა, სადაც ეგვიპტის ნაკრების მუნდიალზე გამოსვლას გაარჩევდა.