ტრიბუნებზე მყოფი მარადონა მატჩის დაწყებამდე ნიგერიის გულშემატკივართან ერთად ცეკვავდა, პირველი გოლი ემოციურად აღნიშნა, შემდეგ ჩაეძინა, ხოლო მატჩის მიწურულს მარკოს როხოს გატანილი გოლის შემდეგ შუა თითების ჩვენება დაიწყო. ეს ყველაფერი პირდაპირი ტრანსლაციისას ჩანდა.
კულუარული ინფორმაციით, ფეხბურთის ლეგენდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რასაც ბევრი ადამიანი ჩემპიონატის წინა დღეებშიც ამტკიცებდა.
უამრავი ჟურნალისტისა და კრიტიკოსის მოსაზრებით, დიეგო მარადონა, მიუხედავად ფეხბურთში მისი უდიდესი მიღწევებისა და დამსახურებისა, ნაკლებად უნდა აჩვენონ ტელეეკრანებზე, რადგან ახალგაზრდა თაობებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.