weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაინგოლანი „ინტერში“ ითამაშებს, პასტორე - „რომაში“

13:07 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

მიმდინარე მუნდიალის პარალელურად იტალიურმა საფეხბურთო კლუბებმა ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს. ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ესპანელი რობერტო მარტინესის მიერ ათვალწუნებული რაჯა ნაინგოლანი „რომადან“ მილანის „ინტერში“ გადავიდა, დედაქალაქურ კლუბში კი არგენტინელი ხავიერ პასტორე ჩაირიცხა.

ინდონეზიური ფესვების მქონე ბელგიელი ნახევარმცველი მილანური გუნდის ღირსებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიცავს, რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენის“ აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, პასტორე „რომაში“ 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი თავიანთ ნაკრებების კანდიდატებად მოიაზრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ბელგიისა და არგენტინის მთავარმა მწვრთნელებმა მათზე უარი თქვეს და ორივე სამუნდიალე განაცხადს მიღმა დარჩნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]