weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოლიმპიადის სტუმრებს საკრუიზო გემზე დაბინავება შეეძლებათ

14:37 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სტუმრებს იოკოჰამას პორტში არსებულ ფეშენებელურ საკრუიზო ლაინერზე დაბინავება შეეძლებათ.

ტურისტული სააგენტო JTB-ის ცნობით, იაპონიის დედაქალაქის სტუმრების განკარგულებაში იქნება ამერიკული კომპანიის საკრუიზო ხომალდი Sun Princess, რომელიც ოლიმპიადის დღეებში იამაშიტას ყურეში შევა.

გემზე, რომლის სიგრძეც 260 მეტრია, ოლიმპიადის მსვლელობისას 3 600 მგზავრის დაბინავება იქნება შესაძლებელი. გემზე ერთი დღე-ღამის ფასი 300-დან 3500 დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო ხომალდებს უდიდესი სპორტული ღონისძიებების სტუმრებისა თუ სპორტსმენებისთვის იყენებენ, ამის კარგი მაგალითია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები, როდესაც აშშ-ის ქალ და ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები გუნდები სწორედ გემზე დაბინავდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]