საქმე ისაა, რომ გასულ ზაფხულს „მილანმა“ დაშვებულზე მეტი თანხა დახარჯა და UEFA-ს დღემდე ვერ წარუდგინა ვალის დაფარვის გეგმა. შედეგად, „როსონერი“ ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა, სადაც დამდეგ სეზონში უნდა ეთამაშა. სხვათა შორის სასჯელი ერთწლიანია და იტალიელებს გადაწყვეტილებას გასაჩივრების უფლება აქვთ.
მომდევნო სეზონში დასჯილი „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე იტალიიდან ფლორენციის „ფიორენტინა“ იასპარეზებს.