weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბასილაშვილმა ნადალთან უშანსოდ წააგო

10:16 შაბათი, 03 ივნისი 2017

საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსის პრესტიჟული ტურნირის მესამე რაუნდის მატჩში საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ფავორიტთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან უშანსოდ - 0:6, 1:6, 0:6 წააგო.

განვლილ შეხვედრაში ქართველისთვის საინტერესო არაფერი მომხდარა, რადგან გრუნტის საფარის მეფედ წოდებული ნადალი უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა და ბასილაშვილს შანს არ უტოვებდა. ასევე გამოჩნდა, თუ რამხელა განსხვავება იყო ჩოგბურთელთა შორის სათამაშო კლასსა და ფიზიკურ მომზადებაში. იმისთვის, რომ ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში დაწინაურდეს და მაღალი დონის ჩოგბურთელებთან ტოლ-სწორად იასპარეზოს, ბევრი შრომაა საჭირო. ამ მატჩმა კი ბასილაშვილს უდიდესი გამოცდილება შესძინა.

ბასილაშვილს ნერვიულობა ეტყობოდა და აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებდა. ქართველი ბევრ შეცდომას უშვებდა და პირველი რვა გეიმში ქულები მხოლოდ მეტოქის შეცდომებზე მოიპოვა. შემდეგ იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ქართველმა აუღებელი დარტყმები შეასრულა, თუმცა თითზე ეს ჩამოსათვლელი მომენტები გახლდათ. მესამე სეტის მესამე გეიმში ნადალი 15:40-ს აგებდა, თუმცა ძალა მოიკრიბა და არ დაბრეიკდა.

მატჩი ბასილაშვილისთვის კარგ გაკვეთილად უნდა გამოდგეს - კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ხარვეზები, რაზეც მას მუშაობა მოუწევს. ნადალთან მარცხის მიუხედავად, ქართველს ამ ტურნირზე მიღწეული შედეგი არ უნდა დაეკარგოს - იგი პირველად გავიდა როლან გაროსის მესამე წრეში. ნადალთან შეხვედრამდე ჟილ სიმონი (3:1) და ვიქტორ ტროიცკი (3:0) დაამარცხა, საბოლოოდ კი 90 ქულა და 118 000 ევრო გამოიმუშავა. მსოფლიოს ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 54-ე ადგილამდე დაწინაურდა და განახლებულ სიაში მინიმუმ 55-ე ადგილზე იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]