ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ „ბუნდესმანშაფტის“ ორი ვეტერანი შუახაზელი, მესუთ იოზილი და სამი ხედირა გაკიცხა, რომლებსაც სხვა სპეციალისტები აქამდეც აკრიტიკებდნენ.
„გერმანია დამსახურებულად ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე. აშკარა იყო, რომ გუნდში ერთიანობა არ იყო. ყველაზე მეტად იმედი ხედირამ და იოზილმა გამიცრუეს. ისინი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან და თავის თავზე ბევრად მეტი უნდა აეღოთ. გუნდის თამაშის ხარისხიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ნაკრები ფორმაში არ იყო”- განაცხადა ოლივერ კანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს სამარცხვინოდ გამოეთიშა - მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.