weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

11:21 შაბათი, 30 ივნისი 2018

ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდ „ჩავესში“ გააგრძელებს. ქართველ ნახევარმცველთან კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ჩავესმა“ პორტუგალიის უკანასკნელ ჩემპიონატში წარმატებულად ითამაშა და 47 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ებრალიძეს, 26 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში პორტუგალიის ქვედალიგელ „აკადემიკო დე ვიზეუში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში 32 მატჩი გამართა 7 გოლი გაიტანა. მანამდე იგი „ოლივეირენსეს“, „ჟილ ვისენტესა“ და „ესპერანსა დე ლაგოსის“ ღირსებას იცავდა. ებრალიძეს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა, კიდევ ერთი ქართველი ირიცხება - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე „რიო ავეს“ წევრია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]