კალიფორნიულ დერბიში სან ხოსეს გუნდმა ლოს ანჯელესელებს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა. ანგარიში პირველ წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უძლიერესი დარტყმით გახსნა, შემდეგ კი დუბლიც შეასრულა. რაც შეეხება ქართველ ნახევარცმველს, 39-ე წუთზე ყაზაიშვილის ეფექტური მოძრაობითა და უზუსტესი დარტყმით ანგარიში შემცირდა - 2:3, შემდეგ კი ვაკოს თანაგუნდელმა ქრის ვონდოლოვსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ასევე დუბლის ავტორი გახდა.
დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდიან გათამაშებაში ყაზაიშვილის გუნდი 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს კიდევ ორ კონკურენტ გუნდს.