weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფერსტაპენმა „რედ ბულს“ მისსავე ტრასაზე გაამარჯვებინა

12:46 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა მისი გუნდის, „რედ ბულის“ საშინაო, ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა, რომელიც „მერსედესისთვის“ კრახითა და ორივე ჩათვლაში ლიდერობის დაკარგვით დასრულდა. ახალგაზრდა ჰოლანდიელისთვის ეს კარიერაში მეოთხე, ამ სეზონში კი პირველი გამარჯვებაა, რასაც წინ უძღოდა ჯერ კანადაში დაკავებული მესამე, ხოლო ერთი კვირის წინ კი საფრანგეთში დაკავებული მეორე ადგილი.

20 წლის ჰოლანდიელმა ფინიშთან წამნახევრით მიასწრო კიმი რაიკონენს, ვისაც თავის მხრივ, ამდენითვე ჩამორჩა მისი თანაგუნდელი და ახლა უკვე კვლავაც ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ფეტელი.

გერმანელი ფეტელი, რომელმაც ავსტრიის გრან-პრიზე ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა, ახლა უკვე ერთ ქულას უგებს ბრიტანელ ლუის ჰამილტონს, ვისთანაც საფრანგეთის შემდეგ 14 ქულას აგებდა. „ფერარიმ“ კი „მერსედესს“ 10 ქულით გაუსწრო.

ავსტრიულ რბოლაში თავი ისახელეს „ჰაასმა“ და მისმა პილოტებმა - რომენ გროჟანმა მეოთხე ადგილი დაიკავა, კევინ მაგნუსენმა კი - მეხუთე.

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 1:21:56.024

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 1.504

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 3.181

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 2 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 2 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 6 წრე

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 9 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 17 წრე

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 18 წრე

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 58 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 60 წრე

უსწრაფესი წრე:

კიმი რაიკონენი - 1:06.957 (71-ე წრე)

2018 წლის მრბოლთა კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 146 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 145
  3. კიმი რაიკონენი - 101
  4. დანიელ რიკიარდო - 96
  5. მაქს ფერსტაპენი - 93
  6. ვალტერი ბოტასი - 92
  7. კევინ მაგნუსენი - 37
  8. ფერნანდო ალონსო - 36
  9. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  10. კარლოს საინსი - 28
  11. სერხიო პერესი - 23
  12. ესტებან ოკონი - 19
  13. პიერ გასლი - 18
  14. შარლ ლეკლერი - 13
  15. რომენ გროჟანი - 12
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. ლანს სტროლი - 4
  18. მარკუს ერიკსონი - 3
  19. ბრენდონ ჰარტლი - 1
  20. სერგეი სიროტკინი - 0

2018 წლის კონსტრუქტორთა თას:

  1. ფერარი - 247 ქულა
  2. მერსედესი - 237
  3. რედ ბული - 189
  4. რენო - 62
  5. ჰაასი - 49
  6. მაკლარენი - 44
  7. ფორს ინდია - 42
  8. ტორო როსო - 19
  9. ზაუბერი - 16
  10. უილიამსი - 4
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]